Posts

Showing posts from June, 2017

მეექვსე დღის რეფლექსია

რადგან ვიზუალურ მახასიათებლებს მოსწავლეები დიდ ყურადღებას აქცევენ და უკეთ აღიქვამენ მასალას, მნიშვნელოვანი იყო სლაიდ-შოუს გაკეთება სხავადასხვა ეფექტით. შევქმენით განმსაზღვრელი შეფასება,რომელიც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს შეაფასონ საკუთარი ნამუშევრები

მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი

მეხუთე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო, რადგან ვისწავლე როგორ დავიცვა საავტორო უფლებები,რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია  პროექტის დაგეგმვის დროს.შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი,რომლის მიზანიც დავალებების შესაბამისი იყო

მეოთხე დღის რეფლექსია

 ვფიქრობ, რომ მეოთხე დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო,რადგან   დავგეგმეთ პროექტის შეფასება და შევქმენით წინარე ცოდნის შეფასების ინსტრუმენტები. ნასწავლი დამეხმარება სწორად მოვახდინო მოსწავლეთა შეფასება. სასწავლო პროექტის განხორციელებისათვის გავეცანით სასწავლო მეთოდებსა და ამ მეთოდებისათვის საჭირო ინსტრუმენტებს. შევიმუშავეთ სასწავლო პროექტისათვის საჭირო შეფასების ინსტრუმენტები.

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო, რადგან  მოვახდინე პროექტისთვის სტანდარტთან შესაბამისობა. კითხვების დახარისხება მნიშვნელოვანი იყო,თვალნათლივ გამოჩნდა სხვაობა ზოგად,თემატურ და შინაარსობრივ  კითხვებს შორის.უკეთ გავიაზრე თითოეული კითხვის მნიშვნელობა,რაც დამეხმარება ყოველდღიურად  საგაკვეთილო პროცესში

პირველი მოდულის რეფლექსია

   ვფიქრობ,რომ ეს ორი დღე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.ვისწავლე ბუკლეტების გაკეთება,რაც დამეხმარება მოსწავლეთა მოტივაციაში. აღნიშნულმა დღეებმა ნათელი გახადა პროექტის მნიშვნელობა და მისი აქტიური გამოყენება სასწავლო პროცესში